Showing posts with label ხილი. Show all posts
Showing posts with label ხილი. Show all posts

ქართული ვაშლი ტირიფონის ბაღებიდან

კომპანიამ, "ტირიფონის ბაღები", ბაღების გაშენება 2014 წელს დაიწყო; მიმდინარე წელს 15 ჰექტარი ხეხილი გააშენეს.

,,ტირიფონის ბაღები“ გორში 67 ჰექტარ მიწას ფლობს, საიდანაც 37 ჰექტარზე ხეხილია გაშენებული.


კერძოდ, 31 ჰექტარზე ვაშლისა და მსხლის თანამედროვე ჯიშებია დარგული, ხოლო 6 ჰექტარზე - ქლიავი და შინდი.

კომპანიამ ბაღების გაშენება 2014 წელს დაიწყო; მიმდინარე წელს 15 ჰექტარი ხეხილი გააშენეს.


,,ტირიფონის ბაღებმა“ ევროპული სტანდარტი Global Gap დანერგა, რაც მას პროდუქციის ევროპულ ბაზარზე ექსპორტში დაეხმარება, თუმცა, საწყის ეტაპზე, კომპანია მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ათვისებას და იმპორტის ჩანაცვლებას გეგმავს.

„მიუხედავად იმისა, რომ სერტიფიცირებული კომპანია ვართ, ჩვენ არ დაგვისახავს მიზნად ხილის უცხოეთში გატანა; ვცდილობთ, საქართველოში მოვიპოვოთ ადგილი და იმპორტი ჩავანაცვლოთ, წლევანდელ მოსავალს მთლიანად ადგილობრივ ბაზრზე გავყიდით, ეს ფასების შემცირებას გამოიწვევს. ჩვენ საკმაოდ მაღალი ხარისხის ვაშლის პროდუქცია გვაქვს და ის მაღაზიაში (კილოგრამი) 1,70 ლარი ღირს.


ჩვენ ვაშლისა და მსხლის ბაღები სუპერ ინტენსიური ტექნოლოგიით გავაშენეთ, რაც ითვალისწინებს ჰექტარზე საშუალოდ 3 ათასი ძირი ნერგის დარგვას. ეს არის ახალი ევროპული ჯიშები, რომლებიც კარგი ვიზუალით, გემოვნური თვისებებით და გამძლეობით გამოირჩევა. ჩვენი პარტნიორი იტალიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სანერგე მეურნეობაა, რომელიც სეზონზე მილიონ ნერგს ყიდის“, - აცხადებს ზურაბ გოჯიაშვილი.


მისივე განმარტებით, სამომავლოდ კომპანია ხილის შესაფუთი და დამახარისხებელი თანამედროვე დანადგარების შეძენასაც გეგმავს, რაც ევროპულ ბაზარზე ხილის გატანისთვის აუცილებელია.

,,იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე გავიდეთ, რომელსაც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს, გარდა იმისა, რომ კარგი ხარისხის პროდუქცია უნდა გქონდეს, საჭიროა, მისი შესაბამისი გაფორმებაც. კერძოდ, ხილი უნდა იყოს სწორად დახარისხებული, ზომის, ფერის მიხედვით, არ უნდა შეიცვდეს ხარვეზიან პროდუქტს, ამას სჭირდება თანამედროვე დამხარისხებელი დანადგარები, რაც ჩვენ ჯერ-ჯერობით არ გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებასაც ვგეგმავთ, სამაცივრე მეურნეობასთან ერთად“ - განაცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.

,,ტირფონის ბაღებს“ ექვსი ჯიშის ვაშლი - Gala Red Delicious, Golden Delicious, Pinova Red, Jonaprince, Fuji, Kiku, ორი ჯიშის მხსალი - Santa Maria, Red Wiliam და სამი ჯიშის ქლიავის - Stanley, President, Empress ნარგაობები აქვს გაშენებული.

ჯამში, კომპანიამ 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ის სახელმწიფო პროგრამების ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ და ,,დანერგე მომავალი“ ბენეფიციარია.



“შატო ელგუჯა” - ნატურალური სახლის ღვინო ქიზიყიდან

 ჩვენი საოჯახო ღვინის წარმოება სიღნაღის მახლობლად, სოფელ ვაქირში იღებს სათავეს. ოჯახში ტრადიციადაა ქცეული ვენახის მოვლა და ღვინის წარმოება. ქართული სუფრის ფენომენს აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია და ტრადიციული კახური წესით დაყენებული ღვინოც მისი განუყრელი ნაწილია.



    ოჯახური ტრადიციები, ქართული სუფრა, სიმღერა და ღვინო თაობიდან თაობას გადაეცემა და ახალგაზრდა თაობაშიც დიდი სიყვარულით და ტრადიციების გაგრძელების სურვილით გამოიხატება.
    ტრადიციების ფართოდ გავრცელება და ნატურალური ღვინის პოპულარიზაცია ყოველთვის სანუკვარ სურვილად რჩებოდა ოჯახისთვის.
მრავალშვილიანი ოჯახის შვილებმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში სასწავლებლად და სამუშაოდ თბილისს მიაშურეს. ძმებმაც თბილისში დაიწყეს მოღვაწეობა. ელგუჯა საქართველოს ტელევიზიის დაფუძნების შემდეგ ათწლეულების მანძილზე წამყვან სპეციალისტად მუშაობდა.
    თუმცა წინაპრების ტრადიციას არ ივიწყებდა და უმცროს ძმასთან, ბიჭიკოსთან, ერთად მშობლიურ სოფელს და ვენახს ყურადღებას არ აკლებდა. საპენსიო ასაკში კი სულ დაუბრუნდა მშობლიურ ფესვებს და საყვარელ საქმეს - ღვინის წარმოებას. 

    დღეს ელგუჯა უკვე 90 წლის არის და ისევ ისე მხნედ და ხალისით უვლის საკუთარ მოსავალს, როგორც ბოლო 20 წელია, რაც ტელევიზიაში მუშაობა დაამთავრა, პენსიაზე გავიდა და საკუთარ მამულს დაუბრუნდა ვაქირში.
    ღვინის დაყენება ხდება საკუთარი ვენახიდან მოწეული ყურძნით. ოჯახში ტრადიციულად იწურებოდა ღვინო ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის. ოჯახის ახლობლებმა სიყვარულით ამ ღვინოს “შატო ელგუჯა” დაარქვეს. ის ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს თბილისელ ღვინის მოყვარულებში მდიდარი გემოსა და კახური ღვინისთვის დამახასიათებელი მაღალი ტანინის გამო.
    ოჯახის უფროსის რწმენით, ღვინო ცოცხალი ორგანიზმია. მას ისევე სჭირდება მოვლა, ფერება, აღზრდა, როგორც ჩვილ ბავშვს. ღვინის წარმოება არა ყურძნის დაწურვიდან, არამედ ვაზის გასხვლიდან იწყება. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ვენახის მოვლას, რაც ყოველწლიურად წინაპრებიდან გადმოცემული ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობს. ღვინის დაყენების დროს არ ხდება დამატებითი კომპონენტების შეტანა. ის ამბობს, რომ ვენახის მოვლის პროცესში მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული ხარისხის ნორმები. უნდა გამოირიცხოს ვენახში ჯანრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შეტანა.
    ღვინის დამზადების თითოეულ ეტაპზე მაქსიმალურად დაცულია ტემპერატურილი რეჟიმი და ღვინის მოვლის ჰიგიენა. ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება ერთმანეთზე გადაჯაჭვული პროცესია. ამიტომ ამ პროცესში ერთმანეთის გვერდში დგომას და ოჯახის ყველა წევრის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს.  ძმების ცხოვრებისეული და პროფესიულ გამოცდილებას დიდი წვლილი შეაქვს ხარისხიანი ღვინის შექმნაში.



    ოჯახი ამ ეტაპზე რქაწითელის, საფერავის და ჩინური ჯიშებისგან ამზადებს ღვინოს. ამ ღვინოების არომატების სიმძაფრის ერთერთი საიდუმლო ის გახლავთ რომ ვენახი ურწყავ ნაკვეთშია. მას წვიმის გარდა სხვა წყალი არ ხვდება. ამ მიზეზისა და ნიადაგის განსაკუთრებული თვისებების გამო ყურძენი მდიდარია ბუნებრივი შაქრის შემცველობით. სწორედ ამიტომ, ღვინო ოდნავ ძლიერი გამოდის.


მზადდება ორი სახის ჭაჭა – “ჭაჭა ჩინურის” და “ჭაჭა რქაწითელის”. ჭაჭა ტრადიციული წესით გამოიხდება.