მომსახურების პირობები

შეკვეთის მიღების პირობები.

შეკვეთა შეგიძლიათ მოგვწეროთ ფეისბუქის მესენჯერში (ჩათში) 24 საათის განმავლობაში ან დაგვირეკოთ დილის 9.00 საათიდან საღამოს 20.00 საათამდე.

15.00 საათამდე მიღებულ შეკვეთას მოგაწვდით იმავე დღეს, საღამოს 18.00-საათამდე. 

15.00 საათის შემდეგ მიღებულ შეკვეთას კი - მეორე დღეს, 13.00-საათამდე.


ანგარიშსწორება და მიწოდების პირობები.

ამ ეტაპზე ანგარიშსწორება განხორციელდება ნაღდი ფულით პროდუქტების ადგილზე მოტანისას.

30 ლარზე მეტი პროდუქტის შეძენისას თბილისში მიწოდება უფასოა. თბილისის მიმდებარე დასახლებებში (წყნეთი, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, მუხათწყარო) - 5 ლარი. 

30 ლარზე ნაკლები პროდუქტის შეკვეთისას თბილისში მიწოდება - 5 ლარი და თბილისის მიმდებარე დასახლებებში (წყნეთი, კიკეთი, კოჯორი, ტაბახმელა, წავკისი, მუხათწყარო) - 11 ლარი.

ქართული ვაშლი ტირიფონის ბაღებიდან

კომპანიამ, "ტირიფონის ბაღები", ბაღების გაშენება 2014 წელს დაიწყო; მიმდინარე წელს 15 ჰექტარი ხეხილი გააშენეს.

,,ტირიფონის ბაღები“ გორში 67 ჰექტარ მიწას ფლობს, საიდანაც 37 ჰექტარზე ხეხილია გაშენებული.


კერძოდ, 31 ჰექტარზე ვაშლისა და მსხლის თანამედროვე ჯიშებია დარგული, ხოლო 6 ჰექტარზე - ქლიავი და შინდი.

კომპანიამ ბაღების გაშენება 2014 წელს დაიწყო; მიმდინარე წელს 15 ჰექტარი ხეხილი გააშენეს.


,,ტირიფონის ბაღებმა“ ევროპული სტანდარტი Global Gap დანერგა, რაც მას პროდუქციის ევროპულ ბაზარზე ექსპორტში დაეხმარება, თუმცა, საწყის ეტაპზე, კომპანია მხოლოდ ადგილობრივი ბაზრის ათვისებას და იმპორტის ჩანაცვლებას გეგმავს.

„მიუხედავად იმისა, რომ სერტიფიცირებული კომპანია ვართ, ჩვენ არ დაგვისახავს მიზნად ხილის უცხოეთში გატანა; ვცდილობთ, საქართველოში მოვიპოვოთ ადგილი და იმპორტი ჩავანაცვლოთ, წლევანდელ მოსავალს მთლიანად ადგილობრივ ბაზრზე გავყიდით, ეს ფასების შემცირებას გამოიწვევს. ჩვენ საკმაოდ მაღალი ხარისხის ვაშლის პროდუქცია გვაქვს და ის მაღაზიაში (კილოგრამი) 1,70 ლარი ღირს.


ჩვენ ვაშლისა და მსხლის ბაღები სუპერ ინტენსიური ტექნოლოგიით გავაშენეთ, რაც ითვალისწინებს ჰექტარზე საშუალოდ 3 ათასი ძირი ნერგის დარგვას. ეს არის ახალი ევროპული ჯიშები, რომლებიც კარგი ვიზუალით, გემოვნური თვისებებით და გამძლეობით გამოირჩევა. ჩვენი პარტნიორი იტალიაში ერთ-ერთი უმსხვილესი სანერგე მეურნეობაა, რომელიც სეზონზე მილიონ ნერგს ყიდის“, - აცხადებს ზურაბ გოჯიაშვილი.


მისივე განმარტებით, სამომავლოდ კომპანია ხილის შესაფუთი და დამახარისხებელი თანამედროვე დანადგარების შეძენასაც გეგმავს, რაც ევროპულ ბაზარზე ხილის გატანისთვის აუცილებელია.

,,იმისთვის, რომ ევროპულ ბაზარზე გავიდეთ, რომელსაც საკმაოდ მკაცრი მოთხოვნები აქვს, გარდა იმისა, რომ კარგი ხარისხის პროდუქცია უნდა გქონდეს, საჭიროა, მისი შესაბამისი გაფორმებაც. კერძოდ, ხილი უნდა იყოს სწორად დახარისხებული, ზომის, ფერის მიხედვით, არ უნდა შეიცვდეს ხარვეზიან პროდუქტს, ამას სჭირდება თანამედროვე დამხარისხებელი დანადგარები, რაც ჩვენ ჯერ-ჯერობით არ გაგვაჩნია, თუმცა ჩვენ ამის გაკეთებასაც ვგეგმავთ, სამაცივრე მეურნეობასთან ერთად“ - განაცხადა ზურაბ გოჯიაშვილმა.

,,ტირფონის ბაღებს“ ექვსი ჯიშის ვაშლი - Gala Red Delicious, Golden Delicious, Pinova Red, Jonaprince, Fuji, Kiku, ორი ჯიშის მხსალი - Santa Maria, Red Wiliam და სამი ჯიშის ქლიავის - Stanley, President, Empress ნარგაობები აქვს გაშენებული.

ჯამში, კომპანიამ 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა. ის სახელმწიფო პროგრამების ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ და ,,დანერგე მომავალი“ ბენეფიციარია.



ონლაინ ბაზარი

 

 
იყიდება რქაწითელი ქიზიყიდან. 1 ლიტრის ფასი 3.75 ₾. 
(შეკვეთის მინიმალური რაოდენობა 5 ლიტრი)  შეუკვეთე


იყიდება კაბერნეს ტიპის ღვინო ვაქირიდან. 1 ლიტრის ფასი 7.50 ₾. 
(შეკვეთის მინიმალური რაოდენობა 2 ლიტრი)  შეუკვეთე


 
იყიდება ხაშმის საფერავი. 1 ლიტრის ფასი 15 ₾. 
(შეკვეთის მინიმალური რაოდენობა 2 ლიტრი) შეუკვეთე


 
იყიდება  სვანური მარილი. 100 გრ - 1.95 ₾, 300 გრ - 5.40 ₾.  შეუკვეთე


 
იყიდება ორგანული კარტოფილი. 5 კგ-ს ფასი 12.50 ₾. 
(1 კგ-ის ფასი 2.50 ₾) შეუკვეთე


 
იყიდება ორგანული ჭარხალი ქართლიდან. 1 კგ-ს ფასი 2.90 ₾. შეუკვეთე


 
იყიდება ორგანული სტაფილო ქართლიდან. 1 კგ-ს ფასი 2.90 ₾. შეუკვეთე





Ორგანული ხილი და ბოსტნეული ქართლის გულიდან

 

Ქართლში დაარსებული მეწარმეების მცირე გაერთიანება, გულქართლი, მომხმარებლებს ანებივრებს ნატურალური, ორგანული, გემრიელი და ხარისხიანი პროდუქციით. 


“Გულქართლიდან” მოწოდებული ხილი და ბოსტნეული გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი. Მოსავლის აღების და Შენახვის პიროებების ზუსტი გათვალისწინება ხელს უწყობს ვიტამინების და სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნებას. 


“Გულქართლის” ყველა წევრი მონდომებულია რომ მაქსიმალურად დაიცვან და გაითვალისწინობ მომხმარებლის ინტერესები. თავდაუზოგავი შრომა და განახლებული მეთოდების დანერგვა უზრუნველყოფს მათ მზარდ წარმატებას


Მიირთვით უგემრიელესი კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო დიდი სიყვარულით გამოგზავნილი ქართლის გულიდან. 


Სვანური მარილი ნანულისგან

Არომატული და გემრიელი სვანური მარილი სვანეთის გულიდან, ადგილობრივი სუნელებით, ზუსტი პროპორციებით და რეცეპტით დამზადებული. 


Როგორც ცნობილია, სვანური მარილის ხარისხი და არომატულობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორც ამ სუნელების ხარისხზე (მოკრეფის დრო, სიმწიფე, ჩრდილში გახმობა და ა.შ.), ისე მათი შეზავების პროპორციებზე. 



სვანურ მარილში ჩვეულებრივ, მხვილ მარილთან ერთად არის ხმელი ქინძი, ცერეცო (ან კამა), უცხო სუნელი, წითელი წიწაკა და რაც მთავარია გიცრული და ნიორი. Დოზირების და ინგრიედიენტების ზუსტი შემადგენლობა კი ნანულის საიდუმლოა და არავის უმხელს. 

Სვანეთის გულიდან სვანური ტრადიციების და ინგრიედიენტების ზუსტი დოზირებით გამორჩეული ნანულის მარილი მომხმარებელს გულგრილს არ დატოვებს.