კახეთში, ისტორიულ ქიზიყის მხარეში, ბევრი ოჯახი აგრძელებს წინაპრების ტრადიციას და აწარმოებენ ტრადიციულ ღვინოს. Სოფელი ვაქირიც გამოირჩევა მევენახეობის ტრადიციების ერთგულებით. Აქ ოჯახები ათწლეულებია აწარმოებენ ხარისხიან ღვინოს.
Სხვა ჯიშებთან ერთად განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კაბერნეს ტიპის წითელ ღვინოს, რომელიც ერთ-ერთი ძველი ჯიშია. მაღალხარისხიანი წითელი ღვინო მრავალი სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა.
Შავი ყურძნის ვენახი სიღნაღის რაიონშია გაშენებული. ოჯახი ყოველთვის აქტიურადაა ჩართული მევენახეობაში. ღვინის დაყენება ვენახის მოვლით ადრეული გაზაფხულიდან იწყება. ვენახი ალაზნის ველზე, ურწყავ ნაკვეთში მდებარეობს. Მხოლოდ წვიმის წყალი ხვდება ცხელი ზაფხულის მანძილზე, რაც ყურძენს განსაკუთრებულ სიტკბოს და არომატს სძენს. Ამინდების და წელიწადის თავისებურებების გათვალისწინებით, მოწეული ნაყოფიც ყოველ წელს არის სხვადასხვანაირი და შესაბამისად ღვინოც ყოველთვის განსხვავებული და ორიგინალურია.
Განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მოსავლის აღების და დაწურვის პროცესს. Ასევე შემდეგ ღვინის დაყენების პროცედურებს. Ღვინო ყოველგვარი დანამატების გარეშე, ნატურალურად ყენდება. Საბოლოოდ მიიღება გემრიელი, ხარისხიანი და სასარგებლო საოჯახო წარმოების ღვინო, რომელიც დიდი სიყვარულით სარგებლობს ოჯახის ახლობლებსა და სტუმრებში. Ღვინოს აქვს მკვეთრად გამოხატული არომატი.

