„ბარბალეს“ სამ ძირითად ფასეულობას ორგანული სოფლის მეურნეობის კულტურების მოყვანა, აგრო-ტურიზმის განვითარება და ადგილობრივ მოსახლეობაში ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს;
ორგანული სოფლის მეურნეობა "ბარბალე" პირველი ორგანული სოფლის მეურნეობის ბრენდია საქართველოში, რომელიც 2015 წლის 5 ოქტომბერს ორმა მეგობარმა ქეთევან დიდმანიძემ და გაგა მუმლაძემ დაარსეს;
„ბარბალე“ აწარმოებს ბოსტნეულ და ბახჩეული კულტურებს, საქართველოში გავრცელებულ ტრადიციულ ბოსტნეულთან ერთად მეურნეობა ცდილობს ახალი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების დანერგვას ქართულ ბაზარზე. „ბარბალე“ იყო პირველი, ვინც ჯანსაღი იასამნისფერი კარტოფილის ფართოდ პოპულარიზაციას შეუწყო ხელი საქართველოში. 2020 წლიდან მეურნეობამ ჟოლოსფერი კარტოფილი შესთავაზა თავის მომხმარებელს. სოფლის მეურნეობაში ინოვაციური პროდუქტების დანერგვასთან ერთად ვთვლით, რომ შესანარჩუნებელია ძველი, თითქმის გამქრალი ქართული გასტრონომია, ამ მიზნით 2020 წლიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დახმარებით „ბარბალე“ ახორციელეს ძველი ქართული კულტურების ცერცვის, ძაძას, ღომის და ცულისპირას კულტურების აღდგენას. „ბარბალე“ აწარმოებს ოცამდე სახის მურაბას, ჯემს, მწნილებსა და სამკურნალო მცენარეებს, ჩაის.
„ბარბალეს“ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს მეფუტკრეობა წარმოადგენს. 2019 წელს "ბარბალეს" მეურნეობაში, საქართველოს მასშტაბით პირველად დაიწყო ფუტკრის თერაპია (აპი-თერაპია). ააიპ „ბარბალეს“ განვითარების ცენტრის“ პროექტით, UNDP-ის და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსების მეშვეობით „ბარბალეს“ ბაზაზე აშენდა პირველი „აპი-სახლი“ საქართველოში, სადაც სკის კლიმატით მკურნალობაა შესაძლებელი;
„ბარბალესთვის“ პრიორიტეტია გარემოს დაცვა, აგრეთვე ააიპ „ბარბალეს“ განვითარების ცენტრის“ პროექტით, UNDP-ის და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით ორგანული სოფლის მეურნეობა „ბარბალეში“ დამონტაჟდა მზის ენერგოსადგური, რომელიც 5,2კ.ვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და რევერსული მრიცხველის საშუალებით ჭარბი ელექტროენერგია ცენტრალურ ენერგო-სისტემაში იყიდება; ეს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების კომერიცალიზაციის პირველი პრეცედენტია სამცხე-ჯავახეთში;
