Showing posts with label ბიო. Show all posts
Showing posts with label ბიო. Show all posts

Ორგანული ხილი და ბოსტნეული ქართლის გულიდან

 

Ქართლში დაარსებული მეწარმეების მცირე გაერთიანება, გულქართლი, მომხმარებლებს ანებივრებს ნატურალური, ორგანული, გემრიელი და ხარისხიანი პროდუქციით. 


“Გულქართლიდან” მოწოდებული ხილი და ბოსტნეული გამოირჩევა განსაკუთრებული გემოთი. Მოსავლის აღების და Შენახვის პიროებების ზუსტი გათვალისწინება ხელს უწყობს ვიტამინების და სასარგებლო თვისებების მაქსიმალურად შენარჩუნებას. 


“Გულქართლის” ყველა წევრი მონდომებულია რომ მაქსიმალურად დაიცვან და გაითვალისწინობ მომხმარებლის ინტერესები. თავდაუზოგავი შრომა და განახლებული მეთოდების დანერგვა უზრუნველყოფს მათ მზარდ წარმატებას


Მიირთვით უგემრიელესი კარტოფილი, ჭარხალი და სტაფილო დიდი სიყვარულით გამოგზავნილი ქართლის გულიდან. 


Სვანური მარილი ნანულისგან

Არომატული და გემრიელი სვანური მარილი სვანეთის გულიდან, ადგილობრივი სუნელებით, ზუსტი პროპორციებით და რეცეპტით დამზადებული. 


Როგორც ცნობილია, სვანური მარილის ხარისხი და არომატულობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული როგორც ამ სუნელების ხარისხზე (მოკრეფის დრო, სიმწიფე, ჩრდილში გახმობა და ა.შ.), ისე მათი შეზავების პროპორციებზე. 



სვანურ მარილში ჩვეულებრივ, მხვილ მარილთან ერთად არის ხმელი ქინძი, ცერეცო (ან კამა), უცხო სუნელი, წითელი წიწაკა და რაც მთავარია გიცრული და ნიორი. Დოზირების და ინგრიედიენტების ზუსტი შემადგენლობა კი ნანულის საიდუმლოა და არავის უმხელს. 

Სვანეთის გულიდან სვანური ტრადიციების და ინგრიედიენტების ზუსტი დოზირებით გამორჩეული ნანულის მარილი მომხმარებელს გულგრილს არ დატოვებს. 





 

ბიო მეურნეობა "ბარბალე"

 „ბარბალეს“ სამ ძირითად ფასეულობას ორგანული სოფლის მეურნეობის კულტურების მოყვანა, აგრო-ტურიზმის განვითარება და ადგილობრივ მოსახლეობაში ორგანული სოფლის მეურნეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს;


ორგანული სოფლის მეურნეობა "ბარბალე" პირველი ორგანული სოფლის მეურნეობის ბრენდია საქართველოში, რომელიც 2015 წლის 5 ოქტომბერს ორმა მეგობარმა ქეთევან დიდმანიძემ და გაგა მუმლაძემ დაარსეს;

„ბარბალე“ აწარმოებს ბოსტნეულ და ბახჩეული კულტურებს, საქართველოში გავრცელებულ ტრადიციულ ბოსტნეულთან ერთად მეურნეობა ცდილობს ახალი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების დანერგვას ქართულ ბაზარზე. „ბარბალე“  იყო პირველი, ვინც ჯანსაღი იასამნისფერი კარტოფილის ფართოდ პოპულარიზაციას შეუწყო ხელი საქართველოში. 2020 წლიდან მეურნეობამ ჟოლოსფერი კარტოფილი შესთავაზა თავის მომხმარებელს. სოფლის მეურნეობაში ინოვაციური პროდუქტების დანერგვასთან ერთად ვთვლით, რომ შესანარჩუნებელია ძველი, თითქმის გამქრალი ქართული გასტრონომია, ამ მიზნით 2020 წლიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დახმარებით „ბარბალე“ ახორციელეს ძველი ქართული კულტურების ცერცვის, ძაძას, ღომის და ცულისპირას კულტურების აღდგენას. „ბარბალე“ აწარმოებს ოცამდე სახის მურაბას, ჯემს, მწნილებსა და სამკურნალო მცენარეებს, ჩაის.

„ბარბალეს“ სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს მეფუტკრეობა წარმოადგენს. 2019 წელს "ბარბალეს" მეურნეობაში, საქართველოს მასშტაბით პირველად დაიწყო ფუტკრის თერაპია (აპი-თერაპია). ააიპ „ბარბალეს“ განვითარების ცენტრის“ პროექტით, UNDP-ის და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსების მეშვეობით „ბარბალეს“ ბაზაზე აშენდა პირველი „აპი-სახლი“ საქართველოში, სადაც სკის კლიმატით მკურნალობაა შესაძლებელი;

 „ბარბალესთვის“ პრიორიტეტია გარემოს დაცვა, აგრეთვე ააიპ „ბარბალეს“ განვითარების ცენტრის“ პროექტით, UNDP-ის და GEF-ის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებით ორგანული სოფლის მეურნეობა „ბარბალეში“ დამონტაჟდა მზის ენერგოსადგური, რომელიც 5,2კ.ვტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და რევერსული მრიცხველის საშუალებით ჭარბი ელექტროენერგია ცენტრალურ ენერგო-სისტემაში იყიდება; ეს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების კომერიცალიზაციის პირველი პრეცედენტია სამცხე-ჯავახეთში;


ბიო მეურნეობა "ფონა"

 



ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ფონაში, 2014 წელს, დავაარსეთ შპს ბიომეურნეობა "ფონა". ჩვენი მიზანია ბიოდინამიური სოფლის მეურნეობის განვითარება და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება. ვმუშაობთ მებოსტნეობის, მეხილეობის, მევენახეობის, მემინდვრეობის, მეფუტკრეობის მიმართულებით. ვაწარმოებთ მეცხოველეობისთვის საკვებს: ბალახს, კომბი-კორმას. გვაქვს საშრობი საწარმო, სადაც ვამზადებთ სხვადასხვა ხილისგან ჩირებს, მცენარეულ ჩაის, ვაშრობთ ბოსტნეულსაც. 2019 წელს მივიღეთ კავკასსერტის ბიოსერთიფიკატი.

“შატო ელგუჯა” - ნატურალური სახლის ღვინო ქიზიყიდან

 ჩვენი საოჯახო ღვინის წარმოება სიღნაღის მახლობლად, სოფელ ვაქირში იღებს სათავეს. ოჯახში ტრადიციადაა ქცეული ვენახის მოვლა და ღვინის წარმოება. ქართული სუფრის ფენომენს აქ განსაკუთრებული ადგილი უკავია და ტრადიციული კახური წესით დაყენებული ღვინოც მისი განუყრელი ნაწილია.



    ოჯახური ტრადიციები, ქართული სუფრა, სიმღერა და ღვინო თაობიდან თაობას გადაეცემა და ახალგაზრდა თაობაშიც დიდი სიყვარულით და ტრადიციების გაგრძელების სურვილით გამოიხატება.
    ტრადიციების ფართოდ გავრცელება და ნატურალური ღვინის პოპულარიზაცია ყოველთვის სანუკვარ სურვილად რჩებოდა ოჯახისთვის.
მრავალშვილიანი ოჯახის შვილებმა ჯერ კიდევ გასული საუკუნის შუა წლებში სასწავლებლად და სამუშაოდ თბილისს მიაშურეს. ძმებმაც თბილისში დაიწყეს მოღვაწეობა. ელგუჯა საქართველოს ტელევიზიის დაფუძნების შემდეგ ათწლეულების მანძილზე წამყვან სპეციალისტად მუშაობდა.
    თუმცა წინაპრების ტრადიციას არ ივიწყებდა და უმცროს ძმასთან, ბიჭიკოსთან, ერთად მშობლიურ სოფელს და ვენახს ყურადღებას არ აკლებდა. საპენსიო ასაკში კი სულ დაუბრუნდა მშობლიურ ფესვებს და საყვარელ საქმეს - ღვინის წარმოებას. 

    დღეს ელგუჯა უკვე 90 წლის არის და ისევ ისე მხნედ და ხალისით უვლის საკუთარ მოსავალს, როგორც ბოლო 20 წელია, რაც ტელევიზიაში მუშაობა დაამთავრა, პენსიაზე გავიდა და საკუთარ მამულს დაუბრუნდა ვაქირში.
    ღვინის დაყენება ხდება საკუთარი ვენახიდან მოწეული ყურძნით. ოჯახში ტრადიციულად იწურებოდა ღვინო ძირითადად საკუთარი მოხმარებისთვის. ოჯახის ახლობლებმა სიყვარულით ამ ღვინოს “შატო ელგუჯა” დაარქვეს. ის ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს თბილისელ ღვინის მოყვარულებში მდიდარი გემოსა და კახური ღვინისთვის დამახასიათებელი მაღალი ტანინის გამო.
    ოჯახის უფროსის რწმენით, ღვინო ცოცხალი ორგანიზმია. მას ისევე სჭირდება მოვლა, ფერება, აღზრდა, როგორც ჩვილ ბავშვს. ღვინის წარმოება არა ყურძნის დაწურვიდან, არამედ ვაზის გასხვლიდან იწყება. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ვენახის მოვლას, რაც ყოველწლიურად წინაპრებიდან გადმოცემული ტრადიციული მეთოდით მიმდინარეობს. ღვინის დაყენების დროს არ ხდება დამატებითი კომპონენტების შეტანა. ის ამბობს, რომ ვენახის მოვლის პროცესში მაქსიმალურად უნდა იქნეს დაცული ხარისხის ნორმები. უნდა გამოირიცხოს ვენახში ჯანრთელობისთვის მავნე ნივთიერებების შეტანა.
    ღვინის დამზადების თითოეულ ეტაპზე მაქსიმალურად დაცულია ტემპერატურილი რეჟიმი და ღვინის მოვლის ჰიგიენა. ვენახის მოვლა და ღვინის დაყენება ერთმანეთზე გადაჯაჭვული პროცესია. ამიტომ ამ პროცესში ერთმანეთის გვერდში დგომას და ოჯახის ყველა წევრის მონაწილეობას დიდი მნიშვნელობა აქვს.  ძმების ცხოვრებისეული და პროფესიულ გამოცდილებას დიდი წვლილი შეაქვს ხარისხიანი ღვინის შექმნაში.



    ოჯახი ამ ეტაპზე რქაწითელის, საფერავის და ჩინური ჯიშებისგან ამზადებს ღვინოს. ამ ღვინოების არომატების სიმძაფრის ერთერთი საიდუმლო ის გახლავთ რომ ვენახი ურწყავ ნაკვეთშია. მას წვიმის გარდა სხვა წყალი არ ხვდება. ამ მიზეზისა და ნიადაგის განსაკუთრებული თვისებების გამო ყურძენი მდიდარია ბუნებრივი შაქრის შემცველობით. სწორედ ამიტომ, ღვინო ოდნავ ძლიერი გამოდის.


მზადდება ორი სახის ჭაჭა – “ჭაჭა ჩინურის” და “ჭაჭა რქაწითელის”. ჭაჭა ტრადიციული წესით გამოიხდება.